ავტოსპორტი

10:49 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონი ბიბისის წლის სპორტსმენი გახდა

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, ბიბისის მიერ ჩატარებულმა ტრადიციულმა გამოკითხვამ, 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა „მერსედესის“ ბრიტანელი მრბოლი პოპულარული წოდების მფლობელი გახდა.

ჰამილტონმა უკან ჩამოიტოვა ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი, ჟოკეი ჰოლი დოილი, სნუკერის ლეგენდა რონი ო’სალივანი, კრიკეტის ვარსკვლავი სტიუარტ ბროუდი და მოკრივე ტაისონ ფიური. ჰამილტონმა ბიბისის წლის სპორტსმენის წოდება პირველად 2014 წელს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ფ1-ში მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა.

გასულ სეზონში ჰამილტონმა გაიმეორა მიხაელ შუმახერის რეკორდი და მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გარდა ამისა, გერმანელს მოგებული რბოლების რაოდენობით გადაასწრო. სპორტული მიღწევების გარდა, ჰამილტონმა აღიარება გლობალურ სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის გამოც დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ წინა ორი წლის გამოკითხვებში, ჰამილტონმა მეორე ადგილი დაიკავა. 2018 წელს მას ველომრბოლმა გერეინ თომასმა აჯობა, ვინც იმ სეზონში ტურ დ ფრანსი მოიგო, შარშან კი გამრჯვებული კრიკეტის ვარსკვლავი ბენ სტოუკსი გახდა. ჰამილტონს გამოკითხვაში მეორე ადგილი კიდვ ორჯერ აქვს დაკავებული. ეს 2007 და 2008 წლებში მოხდა. 2007 წელს ფორმულა 1-ში მისი დებიუტი შედგა და თავის ტიტულოვან თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთან ერთად, მეორე ადგილი გაიყო. იმ სეზონში ჩემპიონი კიმი რაიკონენი გახდა, რომელმაც ორივეს თითო ქულით აჯობა. 2008 წელს კი ჰამილტონი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ორივე სეზონში ის „მაკლარენის“ პილოტი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09274