ავტოსპორტი

1:51 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერ ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალიდან გამოსწერეს

ფორმულა 1-ის გუნდ „უილიამსის“ განცხადებით, მისი დამაარსებელი სერ ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალიდან გამოეწერა და მკურნლობის კურსს სახლში აგრძელებს. 78 წლის უილიამსი ჰოსპიტალში ათი დღის წინ მოხვდა. რა დაავადებით, ამას ოჯახი არ ამხელს.

„მოხარული ვართ გამოვაცხადთ, რომ სერ ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალიდან გამოსწერეს და ახლა სახლში იმყოფება. უილიამსის ოჯახი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში მას გვერდით ედგა და გვინდა, ყველას ბედნიერი შობა და ახალი წელი ვუსურვოთ“, - ნათქვამია ფ1-ის გუნდის განცხადებაში.

ფრენკ უილიამსი 1986 წელს, საფრანგეთში საავტომობილო კატასტროფაში მოჰყვა და მას შემდეგ, ეტლით გადაადგილდება. ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში წარმტებით ხელმძღვანლობდა საკუთარ გუნდს, რომლის მმართველი საბჭოც 2012 წელს დატოვა. ერთხანს გუნდს მისი შვილი, კლერ უილიამსი უძღვებოდა, მაგრამ სექტემბერში, რაც გუნდი ამერიკულმა კომპანია „დორილტონ კეპიტალმა“ შეისყიდა, უილიამსების ოჯახი გუნდს სრულად ჩამოშორდა.

ფრენკ უილიამსმა თავისი გუნდი 1977 წელს ჩამოაყალიბა, ორი წლის შემდეგ კი, ბრიტანეთში პირველი გამარჯვება იზეიმა. მას შემდეგ, „უილიამსმა“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ცხრაჯერ მოიგო, მისი პილოტები კი მსოფლიო ჩემპიონები შვიდჯერ გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099175