ავტოსპორტი

3:43 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონი რაინდის წოდებას მიიღებს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, საახალწლოდ რაინდის წოდებას მიიღებს, რის შემდეგაც, მისი სრული სახელი გახდება სერ ლუის ჰამილტონი. 35 წლის ბრიტანელი, ვინც გასულ სეზონში, მოგებების რიცხვით, მიხაელ შუმახერს გადაასწრო და მასვე ტიტულების რიცხვით გაუტოლდა, სამეფო კარის 2021 წლის დაჯილდოების სიაშია შეყვანილი.

ჰამილტონი ფორმულა 1-ის მეოთხე მრბოლია, ვინც რაინდის წოდებას მიიღებს. აქამდე ამ წოდებას მხოლოდ სერ ჯეკი სტიუარტი (სამგზის ჩემპიონი), ავსტრალიელი სერ ჯეკ ბრებჰემი (სამგზის ჩემპიონი, აწ გარდაცვლილი) და სერ სტირლინგ მოსი (მრავალგზის ვიცე ჩემპიონი, წელს გარდაიცვალა) ფლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, ავტოსპორტში დამსახურებების გამო (პირველი ტიტული მოიპოვა), ჰამილტონი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრად დაასახელეს.

„ფერარის“ ყოფილმა შეფმა სტეფანო დომენიკალიმ, ვინც ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებლის პოსტზე ჩეიზ კერის ცვლის, განაცხადა: „ლუისი ჩვენი სპორტის ნამდვილი გიგანტია. ის გამორჩეულია რბოლებშიც და ტრასის მიღმაც. ფენომენური მიღწევების მიუხედავად, ბევრი რამ ჯერაც წინ აქვს. ჩვენ ყველანი, ფორმულა 1-ში, მას ამ დამსახურებულ აღიარებას ვულოცავთ და მისგან კიდევ ბევრს ველით“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096287