ავტოსპორტი

3:13 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლანდო ნორისს კორონავირუსი შეეყარა

„მაკლარენის“ 21 წლის პილოტს ბრიტანეთიდან, ლანდო ნორისს კორონავირუსი აღმოაჩნდა. თუმცა ის თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას. ვირუსს კი თვითიზოლაციაში მკურნალობს.

ნორისი ფორმულა 1-ის მეოთხე პილოტია, ვინც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. მათ შორისაა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, რომლამდეც ვირუსი „რეისინგ პოინტის“ (ახალი სეზონიდან ასტონ მარტინი) ორივე მრბოლმა, სერხიო პერესმა და ლანს სტროლმაც მოიხადა.

„გუშინ ყნოსვა და გემოს შეგრძნება დავკარგე. ამიტომ, დაუყოვნებლივ თვითიზოლაციაში გადავედი და ტესტიც ჩავიტარე. მასზე დადებითი პასუხი მივიღე. ამის შესახებ ყველას ვუთხარი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. ახლა 14 დღის იზოლაციაში გატარება მომიწევს. თავს კარგად ვგრძნობ და სხვა სიმპტომები არ მაქვს. მინდოდა, ამის შესახებ თქვენთვისაც მეთქვა, თავს გაუფრთხილდით“, - წერს ნორისი.

ბრიტანელმა პილოტმა თავის ფ1-ის კარიერაში კვარცხლბეკზე პირველად ასვლა ავსტრიაში შეძლო, გასული სეზონი კი მეცხრე ადგილზე დაასრულა. მან რვა ქულა წააგო თანაგუნდელ კარლოს საინსთან, რომელმაც ალექს ალბონთან მე-6 ადგილი გაიყო. საინსის და ნორისის სტაბილური და კარგი გამოსვლის წყალობით, „მაკლარენმა“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096869