ფეხბურთი

20:36 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პარმას" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა

იტალიური „პარმას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფაბიო ლივერანი გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი რობერტო დ’ავერსამ დაიკავა.

ლივერანის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი კლუბის წარუმატებელი შედეგები გახდა, ხოლო დ’ავერსა „პარმას“ ძალიან კარგად იცნობს და მან ეს გუნდი სერია C-დან სერია A-ში გადაიყვანა.

გასული წლის აგვისტოში დ’ავერსამ „პარმა“ დატოვა და ლივერანიმ შეცვალა, თუმცა ამ გადაადგილებამ შედეგი არ მოიტანა. პარმეზანელები 16 ტურის შემდეგ 12 ქულით გასავარდნ ზონაში არიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171645