მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი ტრავმირებულია და მუხლზე სავარაუდოდ, ოპერაციას გაიკეთებს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
ესპანელმა დაზიანება ჯერ კიდევ 3 კვირის წინ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბილბაოსთან“ (1:2) მატჩში მიიღო. როგორც ცნობილი ხდება, მას ჯერ კიდევ არ ჩატარებია მთელი რიგი გამოკვლევები, რომ ზუსტი დიაგნოზი დასმული იყოს.
ცნობილია, რომ რამოსი „რეალს“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება, მაგრამ ზუსტი დრო, რომელიც გაუცდება ჯერ ისევ უცნობია.
ამასობაში, კარსაა მომდგარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ და შესაძლოა, ზინედინ ზიდანის გუნდს კაპიტნის გარეშე მოუწიოს თამაში.