"დილამ" ამხანაგურ შეხვედრაში რუსული გუნდი დაამარცხა (VIDEO)
გორის "დილამ" თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და პირველი ამხანაგური თამაში კრასნოდარის "ყუბანის" წინააღმდეგ ჩაატარა, რომელსაც ამოს ნონდის გოლით 1:0 აჯობა. გორელები მომდევნო სპარინგს უზბეკური "კიზილკუმის" წინააღმდეგ გამართავენ.