ავტოსპორტი

2:50 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერარიმ ახალი SF21 პირველად დაქოქა და პრემიერები დანიშნა

„ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, SF21 პირველად დაქოქა და გუნდის და მანქანის წარდგენების თარიღები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილით მონაკოელი შარლ ლეკლერი და ესპანელი კარლოს საინს უმცროსი, ფორმულა 1-ის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ.

მარანელოელები ორ წარდგენას ჩაატარებენ. პირველზე, რომელიც 26 თებერვალს გაიმრთება, პილოტებს და სპონსორებს გაგვაცნობენ, გუნდის მიზნებსა და პერსპექტივებზე ილაპარაკებენ. მეორე წარდგენა SF21-ს შეეხება და ის ბაჰრეინის ტესტების დაწყებამდე ორი დღით ადრე, 10 მარტს გაიმართება.

„ჩვენ 2021 წლის სეზონს აქ ვიწყებთ. ბევრი გამოწვევა გველის და უკეთესად სამუშაოდ ვართ მომართულები. მანქანა ყველა კომპონენტში გაუმჯობესდა, რომლებზეც მუშაობა ნებადართული იყო“, - განაცხადა გუნდის შეფმა მატია ბინოტომ.

„ფერარიმ“ ახალი სეზონისთვის ახალი ძალური დანადგარი შეიმუშავა, რადგან წინ აგრეგატის სისუსტის გამო, კონსტრუქტორთა პირველობა მხოლოდ მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც ბოლო 40 წელიწადში მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093608