ავტოსპორტი

10:47 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ გაოცებულია, რომ სხვა გუნდებმა მისი მსგავსი დიფუზორი არ გააკეთეს

„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კი გაოცებულია იმით, რომ მეტოქე გუნდებმა, „მაკლარენის“ მსგავსი დიფუზორი არ შეიმუშავეს. მისი თქმით, ასეთი კონსტრუქციის შემუშავების უფლებას, ახალი ტექნიკური რეგლამენტი იძლეოდა.

დიფუზორის ზომების შემცირება, ახალი რეგლამენტის სამიდან ერთ-ერთი ძირითადი შეზღუდვაა, რისი მიზანიც, მანქანის ჩაჭიდების შემცირებაა. რეგლამენტის შესაბამისად, გუნდები ვალდებულები იყვნენ, დიფუზორის ვერტიკალური ფირფიტების სიმაღლე, 50 მილიმეტრით შეემცირებინათ.

„მაკლარენში“ ჯერ კარგად შეისწავლეს ახალი რეგლამენტის მოთხოვნები და აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელი იყო ამ ფირფიტების სიმაღლის გაზრდა, თუ მათ სპეციფიკურ ადგილას, კერძოდ კი ავტომობილის ცენტრალური (სიმეტრიის) ღერძიდან 250-მილიმეტრიან ზონაში განალაგებდნენ.

გუნდმა ეს სპეციფიკური დეტალი, სარეკლამო ფილმის გადაღებისას დაფარა და მხოლოდ ტესტების დროსღა გამოაჩინა. კი ფიქრობდა, რომ რეგლამენტის მსგავს ინტერპრეტაციას სხვა გუნდებიც გამოიყენებდნენ. ის ფიქრობს, რომ სულ რამდენიმე კვირა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მეტოქეებმა მსგავსი კონსტრუქცია თავიანთ მანქანებზე დანერგონ.

მისი თქმით, მსგავსი კონსტრუქციის შემუშავებისთვის ერთი კვირაა საკმარისი. ამას მოჰყვება ახალი კონსტრუქციის ადაპტაცია კონკრეტულ შასიზე და აეროდინამიკურ მილში ტესტები, რასაც დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ტესტების შემდეგ მოხდება კონსტრუქციის სრულყოფა და გადაწყდება წარმოება. კი ფიქრობს, რომ 3-დან 5 კვირამდე სრულებით საკმარისი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09839