ავტოსპორტი

2:27 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენთან შეჯახების გამო ჰამილტონი წრეზე ნახევარ წამამდე კარგავდა

იმოლას რბოლის დასაწყისში, მაქს ფერსტაპენთან შეჯახებისას დაზიანებული მანქანის გამო, რბოლის პირველ ნაწილში, ლუის ჰამილტონი წრეზე დაახლოებით ნახევარ წამს კარგავდა.

ბრიტანელმა სტარტი პოულიდან კი აიღო, მაგრამ სველ ასფალტზე მას ფერსტაპენმა გაასწრო, ვინც სტარტზე მესამე ადგილზე იდგა. ბრძოლისას მათ მანქანებს შორის მცირე შეჯახება მოხდა. ჰამილტონის „მერსედესს“ წინა მარცხენა ფრთის ნაწილი დაუზიანდა.

ამის მიუხედავად, გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისთვის ფრთა არ შეეცვალა. 32-ე წრეზე ჰამილტონმა პიტ სტოპი შერასრულა და იყო იმის შანსი, რომ ლიდერობა დაებრუნებინა. მაგრამ ასე არ მოხდა. ექვსი წრის შემდეგ კი ის მოსახვევ ტოზაში შეცდა და საბურავების რიგს შეეჯახა. გუნდმა ამჯერად დაზიანებული ფრთა გამოცვალა.

გუნდის მთავარმა სარბოლო ინჟინერმა ენდრიუ შოვლინმა განაცხადა, რომ რბოლის პირველ ნაწილში, ჰამილტონი დაზიანებული ფრთის გამო, ბევრ დროს კარგავდა. „ჩვენ წრეზე დანაკარგი დაახლოებით ნახევარი წამით შევაფასეთ. ფრთას ჰორიზონტალური ფირფიტა მოსძვრა, რამაც ჰაერის ჭავლის ზეწოლის არევა გამოიწვია. გარდა ამისა, მომხდარის გამო, მანქანის გასწვრივ ჰაერის ნაკადის სტაბილურობა დაირღვა. კიდევ გაგვიმართლა, რომ საბურავი არ დაზიანდა“, - ყვება შოვლინი.

მისივე თქმით, მალე გუნდმა მომხდარი დაზუსტებით შეაფასა, თუმცა მაინც აშკარა იყო, რომ ბრიტანელ პილოტს დროში დანაკარგები ჰქონდა. არა ნახევარი წამი, მაგრამ წამის თითქმის მესამედი. „ამის მიუხედავად, ჩვენ მაქსთან თითქმის თანაბარი ტემპი გვქონდა და ამის გამო, ფრთის შეცვლაზე დრო არ დავკარგეთ“, - ამბობს შოვლინი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102417