„ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტი, ალეხანდრო კამანიო, ჟურნალისტებს მისი კლიენტის მომავალზე ესაუბრა.
„დღეს გარკვევით ვერაფერს გეტყვით. პროგნოზები უსარგებლოა. გვაინტერესებს ზოგადად კლუბის მომავალი. ხელმძღვანელობას ჯერ არ შევხვედრივარ. ეს სეზონის დასრულებისთანავე მოხდება.
ლაუტაროს კლუბთან კიდევ ორი წლით აკავშირებს კონტრაქტი. ის „ინტერში“ თავს ბედნიერად გრძნობს. გუნდის ლიდერია და სულ ახლახან მოიგო სკუდეტო.“ - ციტირებს კამანიოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.