პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მეკარე რუი სილვა კარიერას „ბეტისში“ გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალუყრი ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა სევილიელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის მეკარე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
სილვა „მაია ლიდადორის“ აკადემიის აღზრდილია და „ნასიონალში“ 2012 წლიდან თამაშობდა. 2017 წელს ფეხბურთელი „გრანადაში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც ბოლო ოთხ სეზონში 128 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 147 გოლი და 44 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ეროვნულ ნაკრებში რუი დებიუტი 9 ივნისს ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. სილვა ასევე ევროპის ჩემპიონატზე განაცხადში იყო, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.