ფეხბურთი

18:01 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში სერხიო რამოსის დამოკიდებულებით უკმაყოფილოები არიან

„პარი სენ ჟერმენში“ სერხიო რამოსის ქცევებით უკმაყოფილოები არიან. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ვეტერანი მცველი ქედმაღლურად იქცევა პარიზული კლუბის თანამშრომლებისა და თანაგუნდელების მიმართ.

გუნდში ეს ქცევა რა თქმა უნდა, მიუღებელია და თუ რამოსი დამოკიდებულებას არ შეიცვლოს, მაურისიო პოჩეტინო მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას არ მისცემს.

სერხიო რამოსი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეყერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ჯერჯერობით ფრანგულ გუნდში არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091615