„პარი სენ ჟერმენის“ მფლობელების ოჯახის წევრმა ხალიფა ბინ ჰამად ალ ტანიმ ტვიტერში ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა, ორივეს პსჟ-ს მაისური აცვია.
შესაძლოა ეს იყოს მინიშნება მოსალოდნელ ტრანსფერზე, რაზეც უკვე არაერთხელ დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ალ ტანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პსჟ-ში ლიონელ მესის ტრანსფერი დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი და პარიზელებს დრო ამ დრომდე აქვთ. რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 10 თვეში ეწურება. პორტუგალიელს იტალიური კლუბის დატოვება სურს, მაგრამ პსჟ-ში იმ შემთხვევაში გაუჩნდება გადასვლის შანსი, თუ ფრანგთა ბანაკს კილიან მბაპეს დატოვებს.