უელსის ნაკრებმა ყაზანში ბელარუსის ნაკრები უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ნომინალური სტუმრები გარეთ ბეილის გოლით იგებდნენ, შემდეგ ბელარუსებმა შეძლეს წინ გასვლა (2:1), მაგრამ ბეილმა გოლს კიდევ დუბლი დაამატა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან გადამწყვეტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასევე ქართველები ეხმარებოდნენ. ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა - ორი ბელარუსთა კარის მიმართულებით, ერთიც - უელსელთა.