ფეხბურთი

22:22 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში სტადიონების ტევადობის 75%-ზე გულშემატკივრებს დაუშვებენ

იტალიის სერია A-ში სტადიონებზე მაყურებელთა დასწრების რაოდენობა გაზირდება. მინისტრთა სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან სტადიონის ტევადობის 75%-ზე გულშემატკივრებს დაუშვებენ.

„აუდიტორიის მოცულობა იქნება 75% გარე სივრცეზე და 60% დახურულ სივრცეებში. ვიმედოვნებთ, რომ 15 დღეში 100%-ით შევძლებთ გულშემატკივრების სპორტულ ღონისძიებებზე დაშვებას“, - თქვა იტალიის სპორტის მინისტრმა ვალენტინა ვეცალიმ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტიდან სერია A-ში გულშემატკივრები სტადიონის ტევადობის 50%-ზე იყო დაშვებული.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091691