ამერიკულმა ჟურნალმა Politico-მ, ევროპის 28 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი შეადგინა. რეიტინგი სამ კატეგორიად გახლდათ დაყოფილი: „მოღვაწეები,“ „მეოცნებეები“ და „დამანგრევლები“.
უეფას პრეზიდენტმა, ალეკსანდერ ჩეფერნმა მეშვიდე ადგილი დაიკავა ნომინაციაში „დამანგრევლები.“ ამ კატეგორიის გამარჯვებული ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი გახდა.
ნომინაციაში „მოღვაწეები,“ პირველი ადგილი გერმანიის ახალ ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ერგო. „მეოცნებეებში“ კი პარიზის ისტორიაში პირველმა ქალმა მერმა, ან იდალგომ გამარჯვება არავის დაუთმო.