ფეხბურთი

20:18 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინა" ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს

სერბეთის ეროვნული ნაკრების და "ფიორენტინას" თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ მსურველმა კლუბმა 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული თანხა მოითხოვა.

ამავდროულად, ირკვევა, რომ დუშანმა და მისმა აგენტმა "იების" მხრიდან კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შეთავაზება მიიღეს, თუმცა სერბმა წინადადებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია აღმასრულებელმა დირექტორმა ჯო ბარონემ Repubblica-ს მიაწოდა.

ვლაჰოვიჩი "ფიორენტინამ" 2018 წელს "პარიზანიდან" 1.95 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1-დან 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მიმდინარე სეზონში სერბმა 18 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩში დუშანმა თავი შვიდი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169899