თამაშგარე

11:55 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოძალადე ბენჟამინ მენდი

ინგლისური “მანჩესტერ სიტის“ მცველის, ბენჟამენ მენდისთვის 2022 წლის ივნისი შესაძლოა ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი იყოს, რადგან სწორედ მომავალი წლის ივნისშია ჩანიშნული მისი დასკვნითი სასამართლო პრიცესი და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე არაა გამორიცხული მენდიმ ციხეში წლები გაატაროს.

ამ ბიჭს სასამართლო ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებს და ძალადობის შვიდ ისეთ ეპიზოდზე ედავება, მათიდან მხოლოდ 2-3 რომ გამოდგეს რეალური, ბენჟამინს ციხე არ ასცდება. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ყოფილ მცველს ქალები პირდაპირ ადებენ ხელს და ადანაშაულებენ ისეთ ქმედებებში, ყურში რომ არ შეიშვება და აქ რომ არ დაიწერება.

სხვათა შორის, ახლა უკევ ციხეში მოყურყუტე მენდის სასამართლო უფრო ადრე, 2022 წლის იანვარში იყო დანიშნული, მაგრამ შემდეგ პროცესმა იმდენი ახალი დეტალი და ფაქტი გამოამზეურა, რომ მოკვლეულ ახალ ეპიზოდებზე ცალკე გამოძიება გახდა ჩასატარებელი და დასკვნითმა სასამართლომ ზაფხულში ამიტომაც გადაიწია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091137