პორტალმა Transfermarkt, ინგლისური პრემიერლიგის მოთამაშეთა სატრანსფერო ფასების სია განაახლა. ცვლილება შეეხო „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუსაც. მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევროდან 35 მილიონამდე დაეცა.
36 წლის რონალდუ „მანჩესტერში“ 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 13 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთ შეხვედრაში კი ექვსჯერ გამოიჩინა თავი.
იმავე Transfermarkt-ის მიხედვით, კრიშტიანუ „ყველაზე ძვირი“ 2014 წელს, მადრიდის „რეალში“ თამაშისას ღირდა, მაშინ მისი ფასი 120 მილიონი ევრო გახლდათ.