ფეხბურთი

23:00 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდიდან" რანიერი დაითხოვეს

ინგლისური „უოტფორდიდან“ კლაუდიო რანიერი დაითხოვეს. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიცილურად დაადასტურა.

იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. რანიერიმ „უოტფორდს“ 14 შეხვედრაში უხელმძღვანელა და მისმა გუნდმა 11 წააგო. მოგეხსენებათ, რანიერიმ ოქტომბერში ჩისკო მუნიოსი შეცვალა, მაგრამ მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.

„უოტფორდი“ ინგლისის პრემიერლიგაში 20 თამაშში მოპოვებული 14 ქულით ბოლო, მეოცე ადგილზეა.

0.094452