ჯერ „ბარსელონა“ და ახლა „რეალი“ – „ბილბაომ“ ესპანეთის თასზე ესპანური ფეხბურთის ორივე გრანდი დაამარცხა.
ბასკურმა გუნდმა მერვედფინალში „ბარსას“ დამატებით დროში აჯობა (3:2), ხოლო მეოთხედფინალში „რეალი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ალექს ბერენგერმა 89-ე წუთზე გაიტანა და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
მართალია, „ბილბაომ“ ორივე თამაში „სან მამესზე“ ჩაატარა, მაგრამ მაინც როგორი საქმეა ზედიზედ „ბარსელონა“ და „რეალი“ ჩამოიცილო გზიდან?..
ამრიგად, ესპანეთის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია - „ბილბაო“, „ვალენსია“, „ბეტისი“ და „რაიო ვალეკანო“. წილისყრა მოგვიანებით გაიმართება და გუნდები დაწყვილდებიან.