ამჟამად ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში“ მობურთალი პორტუგალიელი სუპერ-შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე (5 თებერვალი) ფეხბურთელის ფანებმა დიდი ოვაციებით აღნიშნეს, კრიშტიანუს ცოლმა, ყოფილმა მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა კი გადაწყვიტა ქმრისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
აქამდე ყველა ვხედავდით (და არავის გვიკვირდა), რომ ცნობილი ფეხბურთელები მათ ცოლებს თუ საყვარლებს ანებივრებდნენ ახალი ავტომანქანების ჩუქებით, ჯორჯინამ კი დაანგრია ეს ერთგვარი კლიშე და მან ქმარს თავად აჩუქა სულ ცინცხალი, 150 ათას ევროდ ღირებული “კადილაკის“ ფირმის ჯიპი.
ჯორჯინა პრაქტიკული ქალია და როგორც ჩანს ხვდებოდა, რომ მათ დიდ ოჯახს ისედაც სჭირდებოდა სწორედ ასეთი მანქანა, (რომელსაც ფოტოებზე ხედავთ) სადაც მთელი ოჯახი ჩაეტეოდა. ჰოდა, ბევრი არ უფიქრია, ადგა და თავისი დანაზოგით სწორედ ისეთი ნივთი იყიდა, რომელიც რონალდუსაც გამოადგება, მასაც და მთელს ოჯახსაც, ბარაქალა ჯორჯინა როდრიგესს!