ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა მეიკაილა მურმა ავტოგოლების ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მან საკუთარი გუნდის კარი სამჯერ აშშ-ს ქალთა ნაკრების წინააღმდეგ დალაშქრა, თანაც სამივე ავტოგოლი პირველ ტაიმში გაიტანა: მე-5, მე-6 და 36-ე წუთებზე.
აქვე გეტყვით, რომ საბოლოოდ, შეხვედრა ამერიკელებმა 5:0 მოიგეს, მური კი რა თქმა უნდა, მატჩის ანტიგმირი იყო.