ფეხბურთი

23:25 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ინგლისის ლიგის თასი მოიგო (VIDEO)
"ჩელსი" - "ლივერპული" 0:0 პენ: 10:11

პენალტების სერიის დაწყებამდე ტომას ტუხელმა ედუარ მენდი შეცვალა და კეპა არისაბალაგა ჩართო თამაშში. ესპანელს პენალტი უნდა მოეგიერებინა, მაგრამ 11 თერთმეტმეტრიანი გაუშვა და ბოლო, გადამწყვეტი დარტყმა მან გააცუდა. ორივე გუნდის რიგებიდან ყველა ფეხბურთელმა შეასრულა პენალტი და მხოლოდ კეპამ დაუშვა შეცდომა.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში "ლივერპულს" ერთი, ხოლო "ჩელსის" 3 გოლი არ ჩაუთვალეს, ყველა თამაშგარე მდგომარეობის გამო.

აქვე გეტყვით, რომ "ლივერპულმა" ინგლისის ლიგის თასი 2012 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეცხრედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093827