ჩოგბურთი

3:43 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა დოჰაში გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა

პოლონელმა იგა სვიატეკმა ქატარის ღია პირველობის ფინალში, ესტონელ ანეტ კონტავეიტს 6-2, 6-0 მოუგო და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა კორტზევე გამოხატა.

„მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო იმ ხალხისადმი, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო რომ იტანჯება“, - განაცხადა თვალცრემლიანმა სვიატეკმა, ვინც მეტოქის დასამარცხებლად, 64 წუთი იმყოფინა.

„ამ ფოტოების ხილვა ბევრ ემოციას იწვევს. წარმოდგენაც არ მინდა იმ ყველაფრისა, რაც ჩემ მეზობელ ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველა უსაფრთხოდ იქნება“, - დასძენს საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, ვინც კონტავეიტს ზედიზედ მეათე გამარჯვების მოპოვების საშუალება არ მისცა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097461