ავტოსპორტი

2:12 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუს მრბოლებს ბრიტანეთში საასპარეზოდ არ დაუშვებენ

ბრიტანეთის მოტორსპორტის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე ჩასატარებელ რბოლებში, რუსული ლიცენზიის მქონე პილოტები არ დაიშვებიან. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.

ერთი დღით ადრე, საერთაშორისო საავტომობილო ფედრაციამ (FIA), რუსული ლიცენზიის მქონე პილოტები, საერთაშორისო შეჯიბრებზე დაუშვა. ოღონდ, ნეიტრალური დროშით. ბრიტანეთმა კი თავის რბოლებზე რუსებთან ერთად, არც ბელარუსელი პილოტები დაუშვა. უფრო მეტიც, აკრძალვა ამ ორი ქვეყნის გუნდებსაც შეეხება.

ეს ნიშნავს, რომ იმ შეთხვევაშიც, თუ ფორმულა ერთის ამერიკული გუნდი „ჰაასი“ ნიკიტა მაზეპინს დაიტოვებს, ის ბრიტანეთის დიდ პრიზზე ასპარეზობას მაინც ვერ შეძლებს.

ბრიტანული მოტორსპორტის ფედერაციის თავმჯდომარე დევიდ რიჩარდსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოტორსპორტული საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და მის ხალხს და მიმდინარე მოვლენებს მიუღებელს უწოდებს. ის ამბობს, რომ მოტორსპორტის საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედება მართებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087387