ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქის შანხაის Shanghai Rolex Masters-ის მეორე წრეში რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრიელ დომინიკ ტიმს 6:3, 6:4 მოუგო და მეოთხედფინალში გასასვლელად ყაზახეთის სახელით მოთამაშე მიხაილ კუკუშკინს შეხვდება.
27 წლის ჯოკოვიჩის და მასზე 6 წლით უმცროსი ტიმის ორთაბრძოლა საათნახევარს გაგრძელდა. ეს მეტოქეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. “ნოლეს” აქტივში 2 ბრეიკი და 7 ეისია.
ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის “მასტერზ1000”-ის ბოლო 2 გათამაშების ჩემპიონია, წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი კი 4 მილიონ 200000 დოლარს შეადგენს.