უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა Fantasy Football-ის მონაცემების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო ოთხი მატჩის შემდეგ კვირის საუკეთესო ნაკრები დაასახელა.
რვა გუნდიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი (5) მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავს, რომელმაც "ზალცბურგი" 7:1 დაანადგურა.
მეკარე: ანტონიო ადანი ("სპორტინგი");
მცველები: ნიკლას ზიულე ("ბაიერნი"), მილან შკრინიარი, ალესანდრო ბასტონი (ორივე "ინტერი"), აიმერიკ ლაპორტე, ოლექსანდრ ზინჩენკო (ორივე "მანჩესტერ სიტი");
ნახევარმცველები: სერჟი გნაბრი, ლეროი სანე (ორივე "ბაიერნი");
თავდამსხმელები: თომას მიულერი, რობერტ ლევანდოვსკი (ორივე - "ბაიერნი"), ქარიმ ბენზემა (მადრიდის "რეალი").