ფეხბურთი

21:59 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებს

პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის და მიუნხენის "ბაიერნის" წარმომადგენლები ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2022/23 წლების სეზონის ოლომდე აქვს გაფორმებული და კლუბისთვის მისი შენარჩუნება პრიორიტეტია. "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელი შემდეგ სეზონშიც მიუნხენურ გუნდში ითამაშებს.

"სულელები ვიქნებით, რომ სეზონში 30-დან 40 გოლამდე გამტანი ფეხბურთელი გავყიდოთ. მომდევნო კვირებში მოლაპარაკება გვექნება. მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს 2023 წლის ივლისამდე და ჩვენ მას კიდევ ერთი სეზონით აუცილებლად შევინარჩუნებთ." - ციტირებს Sky Sports-ი კანის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 41 შეხვედრა ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.

0.093854