ფეხბურთი

10:29 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ჩვენი რეალობა დღეს ასეთია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, საქმე გაირთულეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა შეეგუონ და დარჩენილ ტურებში ყველაფერი გააკეთონ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ.

„თამაშიდან გამომდინარე ბევრად მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ვერ გამოვავლინეთ ისეთი ხასიათი, როგორიც უნდა გვქონოდა. ვცდილობდით გატანას, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ სურდა. ძალიან ჰგავდა „კადისთან“ მატჩს, ეს არის ჩვენი რეალობა. რთულ სიტუაციაში ვართ, ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვართ, მაგრამ საქმე გავირთულეთ. ნოემბერში მეცხრე ადგილზე ვიყავით, ეს რეალობაა. თამაშის არ გვეშინია, მაგრამ ყველაფერი გართულდა. ახლა უნდა დავისვენოთ და „მალიორკასთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, წინ ხუთი ფინალი გვაქვს.

ევროპა ლიგამ გავლენა მოახდინა? არ ვიცი. ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვიყავით იმ კარგი სერიით და კარგი თამაშებით, რომელიც ჩავატარეთ. მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და ეს მოტივაციად უნდა გამოვიყენოთ. გვინდა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ერთ სეზონში საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი მატჩი ისტორიაში პირველად წააგო. „ბლაუგრანა“ 33 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 63 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „სევილიასთან“ ერთად იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172776