ფეხბურთი

14:23 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

The Telegraph: „სიტის“ ჰოლანდის ტრანსფერი 250 მილიონი დაუჯდება

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნორვეგიელი ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი „მანჩესტერ სიტის“ დაახლოებით 250 მილიონი ევრო დაუჯდება - წერს The Telegraph.

წყაროს ინფორმაციით, „ქალაქელებს“ შემდეგი ხარჯები ექნებათ:

-75 მილიონი - გამოსასყიდი თანხა, რომელიც ჰოლადს „ბორუსიასთან“ კონტრაქტში უწერია.

-125 მილიონი - ბონუსი და ფეხბურთელის ხელფასი ხუთი წლის განმავლობაში. სწორედ ამდენი ხნით ფორმდება კონტრაქტი.

-50 მილიონი ჰოლანდის აგენტებისა და წარმომადგენლებისთვის.

ფეხბურთელი უკვე ბრიუსელშია, სადაც „სიტისთვის“ სამედიცინო შემოწმებას გადის. მანჩესტერელები ტრანსფერის ამბავს სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გაასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი „ბორუსიაში“ 2020 წლის დასაწყისში გადავიდა „ზალცბურგიდან“ 20 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092717