ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ვიქტორ კოლელიშვილი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ის სარაგბო კლუბ "კლერმონის" ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.
კოლელიშვილისთვის "კლერმონი", შეიძლება ითქვას, მშობლიური კლუბია. ვიტომ ამ გუნდის შემადგენლობაში 8 წლის განმავლობაში ითამაშა და 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.
ვიქტორ კოლელიშვილმა სანაკრებო კარიერა ტრავმების გამო ნაადრევად დაასრულა. მის ანგარიშზე "ბორჯღალოსნების" კვართით ჩატარებული 50 შეხვედრაა. ვიტოს 2011 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
ტატო ნიკურაძე