უეფას ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ყველა გუნდი წარადგინა, მათ შორის „ნაპოლიც“.
წერილში გამოყოფილია სხვადასხვა ფუნქციები: მთავარი მწვრთნელი, მთავარი მოთამაშე, ზაფხულის მთავარი შენაძენი და ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.
უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მხრიდან სწორედ ამ კატეგორიის წევრად მიიჩნია - ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:
„ქართველმა „ნაპოლიში“ სადებიუტო მატჩებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გოლებიც გაიტანა. ის მარცხენა ფლანგზე ლორენცო ინსინიეს ძველ პოზიციაზე ბრწყინავს. კვარაცხელია იტალიაში „დინამო ბათუმიდან“ რუსეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად უცნობი ჩავიდა, მაგრამ სერია A-ს ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია“, - წერს უეფას ვებგვერდი.
აღსანიშნავია, რომ უეფამ „ნაპოლის“ მთავარ ვარსკვლავად (მოთამაშედ) ვიქტორ ოსიმენი მიიჩნია, ხოლო ზაფხულის საუკეთესო შენაძენის სტატუსი ჯაკომო რასპადორის მიაკუთვნა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „ლივერპული“, „აიაქსი“ და „რეინჯერსი“ იქნებიან.