საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში შესანიშნავად ითამაშა და ლიგაში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. უეფას ვებგვერდმა განვლილი 6 მატჩის საერთო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ერთა ლიგაზე ასეთი იყო:
თამაში: 6
მოგება: 5
ფრე: 1
წაგება: 0
გატანილი გოლი: 16 (13 საჯარიმოს შიგნიდან, 1 საჯარიმოს გარედან. მარჯვენა ფეხით 12, მარცხენა ფეხით 1, თავით 1, 2 ავტოგოლი)
გაშვებული გოლი: 3 (2 ლორიას, 1 მამარდაშვილს)
დარტყმა: 105 (კარში 38, კარისკენ არაზუსტი დარტყმა 42, დაბლოკილი დარტყმა 25, ძელი 1, ხარიხა 1)
საგოლე პასი: 12
კუთხური: 38
თამაშგარე: 10
პასი: 2729
ზუსტი პასი: 2299
პასების სიზუსტე: 82.84%
ჩაწოდება/ზუსტი ჩაწოდება: 89/17
ბურთის ფლობა (საშუალო მაჩვენებელი): 52.5%
მოპოვებული ბურთი: 226 (საშუალოდ 37.67)
ყვითელი ბარათი: 10
წითელი ბარათი: 0
მოგერიება (სეივი): 17 (საშუალოდ მატჩში 2.84) - მამარდაშვილს 12 სეივი, ლორიას - 5
მშრალი მატჩი: 4 (ლორიას 3, მამარდაშვილს 2)
საჯარიმო დარტყმის მოგერიება: 4
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე 16 ქულა დააგროვა, C დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში შინ ყაზახეთთან ითამაშებს (თუ ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე). გარდა ამისა, ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონში B დივიზიონში გამოვა.
აქვე, საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელის სტატისტიკის ნახვა გასული ერთა ლიგის გათამაშებიდან მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.