21:50 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ ფელიქსის შეძენა მოუნდა

2023 წლის ზაფხულში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა, ერთი მადრიდული კლუბი, შესაძლოა, მეორეთი შეიცვალოს. მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევით „სამეფო კლუბი“ დაინტერესდა - გვამცნობს Fichajes.

წყაროს ინფორმაციით, „რეალს“ ფელიქსი, შესაძლოა, კარიმ ბენზემას შემცვლელად უნდოდეს, რომელსაც დეკემბერში 35 წელი უსრულდება.

22 წლის ფელიქსი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი 2019 წელს გახდა. მადრიდულ კლუბში ის „ბენფიკადან“ 127,2 მილიონ ევროდ გადავიდა.

0.088196