ლა ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო ხუთ "სეივში" გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელმაც "მალიორკასთან" მეტოქის რთული დარტყმა მოიგერია. გიორგის მცველებიც უზღუდავდნენ მხედველობის არეალს და მცირე რიკოშეტიც იყო, მაგრამ დროულად რეაგირება მაინც მოასწრო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურებში საუკეთესო ხუთეულში გიორგის მოგერიება ყოველთვის ხვდება. სექტემბრის თვის ტოპ ხუთში სულაც ორი სეივი შევიდა და მათ შორის, ერთს პირველი ადგილი ერგო.