სხვა

23:54 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ხუთი კენიელი მძლეოსანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მძლეოსანთა ერთობის კავშირის (AIU) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოსტონის 2021 წლის მარათონის ჩემპიონი დიანა კიპიოკეი, აკრძალულ პრეპარატ ტრიამცილონოლის აცეტონიდის გამოყენების გამო, ექვსწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს მის თანამემამულე პურიტი რიონორიპოს (ფოტოზე), ვისაც ტესტისას სინჯში აკრძალული დიურეტიკი ფუროსემიდი აღმოაჩნდა. კიდევ ერთ კენიელს, ბეტი ვილსონ ლემპუსს კი ბრალი ტრიამცილონოლის აცეტონიდის გამოყენებაში ედება.

სამივე ათლეტს ასევე ბრალი ედება იმაშიც, რომ ხელი შეუშალეს AIU-ს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას, რომელსაც ყალბი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მიაწოდეს. ორიოდ დღით ადრე, დისკვალიფიკაციებით კიდევ სამი კენიელი ათლეტი დაისაჯა.

ტრიამცილონოლის აცეტონიდის გამოყენება, შეჯიბრების პერიოდში არის აკრძალული. თუმცა მას ხშირად სპორტსმენები თერაპიული დანიშნულებით იყენებენ. რაც შეეხება ფუროსემიდს, ეს პრეპარატი არ აუმჯობესებს ათლეტთა შედეგებს, თუმცა მას სხვა აკრძალული დოპინგ პრეპარატების შესანიღბად იყენებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171469