ფეხბურთი

15:55 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: ,ჩვენ არ შეგვიძლია იმდენის დახარჯვა, რამდენიც ჩვენს მეტოქეებს"

,,ვულვზთან" მატჩის წინ, ,,ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ მის გუნდს არ აქვს იმდენი ფინანსური შესაძლებლობა, რომ მატეუშ კუნიას მსგავსი ფეხბურთელები შეიძინოს.



,,მე მატეუშ კუნიას შესაძლებლობები კარგად ვიცი. ის ძალიან საინტერესო მოთამაშეა. ყველამ სხვადასხვა პარამეტრებით უნდა იმუშაოს, ის კი ჩვენს პარამეტრებში ვერ ჯდებოდა. როგორც კლუბი, ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. მისნაირი ფეხბურთელების შეძენა ჩვენს ბიუჯეტს არ შეესაბამება. ჩვენ არ შეგვიძლია იმდენის დახარჯვა, რამდენიც ჩვენს მეტოქეებს" - განაცხადა ლამპარდმა.

ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ დღეს განახლდება, ,,ევერტონი" კი ,,ვულვზს" 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096141