ვორლდ ატლეტიკსის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, მძლეოსნობის ფინალები საღამოს საათებში გაიმართება.
ვორლდ ატლეტიკსისვე გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ტურნირი 11 დღეზე განაწილდება. პირველად 20 კილომეტრზე სპორტული სიარულის შეჯიბრი, 1 აგვისტოს გაიმართება, მძლეოსნობის მედლების ბოლო კომპლექტს კი ქალი მარათონელები 11 აგვისტოს გაინაწილებენ.
„მძლეოსნობის შეჯიბრები 17 სესიად, სტად დე ფრანსზე ჩატარდბა, ყველა ფინალი კი საღამოს საათებში დაიგეგმება. მხოლოდ საგზაო შეჯიბრებს (სპორტული სიარული და მარათონი) ჩავატარებთ დილაობით და მათ ოთხ სესიად გავმართავთ“, - ნათქვამია ვორლდ ატლეტიკსის განცხადებაში.
გათვალისწინებულია იმ მორბენლების ინტერესები, რომლებიც ორ-ორ დსტანციაზე აპირებენ გამოსვლას. ესაა 100 და 200 მეტრზე სპრინტი, 800 და 1 500, 1 500 და 5 000 მეტრი, ასევე 5 000 და 10 000 მეტრი. ასეთ მორბენლებს, ერთ დღეში ორ სხვადასხვა დისტანციაზე გამოსვლა არ მოუწევთ.
არის სხვა დუბლებიც. მაგალითად, სიგრძეზე ხტომაში და სამხტომში, ასევე 20 და 35 კილომეტრზე სპორტულ სიარულში. გარდა ამისა, ექსპერიმენტის სახით, 200 და 1 500 მეტრზე სირბილში, ექსპერიმენტის სახით, რეპეშაჟის ეტაპებიც გაიმართება.