ფეხბურთი

22:03 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს 3:2 სძლია.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში გატანილი სადებიუტო გოლით ანგარიში ჯანიკო გიორგაიამ გახსნა. ჩვენი გუნდის მხრიდან თავი ასევე გიორგი ქურდაძემ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.

მოლდოვასთან ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდი ლეგიონერების გარეშე შეიკრიბა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები არიან.

საქართველოსა და მოლდოვის ეროვნული ნაკრებების მეორე შეხვედრა 9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხზე შემოგთავაზებთ.

0.094199