ფეხბურთი

11:00 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაუზი გულამი კვარაცხელიას ტრანსფერზე: "ჯუნტოლიმ 2021 წელს მითხრა, რომ ფენომენი იპოვა"
"ყველა გვარწმუნებდა, რომ ის ფენომენი იყო, "ნაპოლის" ტრანსფერამდე 7-8 თვით ადრე სურდა მისი ყიდვა"

ფრანგული „ანჟერის“ მცველმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაუზი გულამმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 32 წლის ალჟირელმა დეტალურად გაიხსენა კვარას ნეაპოლში ტრანსფერამდე განვითარებული მოვლენები. მაშინ გულამი ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

„კრისტიანო ჯუნტოლიმ 2021 წლის ოქტომბერში მითხრა, რომ მან ფენომენალური ქართველი ნახა, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მის შესაძენად ფასის დაკლება იყო საჭირო. მწვრთნელს და მის სტაფსაც უკვე ნანახი ჰყავდა. სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას რეკომენდაციაც იყო, რომელიც იმ დროს სპალეტის ასისტენტი გახლდათ და კვარაცხელიას თვალს თვეების განმავლობაში ადევნებდა. ყველა გვარწმუნებდა, რომ ის ფენომენი იყო.

სერია A-ში თავის დამკვიდრება ნამდვილად ძალიან რთულია, ამიტომ სპალეტიც უნდა შევაქოთ, რომელმაც მოახერხა კვარაცხელიას სათამაშო მექანიზმში ჩართვა და მას მიანიჭა საჭირო სიმშვიდე და ნდობა გამოუცხადა. კვარაცხელიას ყიდვამდე 7-8 თვით ადრე „ნაპოლი“ მასსა და მის ხარისხში დარწმუნებული იყო და სურდა მისი შეძენა“, - თქვა ალჟირელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ნაპოლიში“ 2014-2022 წლებში თამაშობდა და კლუბი გასულ ზაფხულს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092576