საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგაში პირველი მატჩი გამართა.
სალომე ხუბულურის გუნდმა ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 2:3 დათმო. ჩვენი გუნდის რიგებში დუბლი ნინო ბუხრიკიძემ შეასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ შოტლანდიასთან 15 მარტს გამართავს.
NAKREBI.GE