ფეხბურთი

18:36 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ვარ, მომავალზე კლუბთან ვისაუბრებ"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა გერმანულ გამოცემა Sport 1-თან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, არ იცის, მომავალში სად ითამაშებს, მაგრამ ამ საკითხს პირველ რიგში „ნაპოლისთან“ ერთად განიხილავს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე და გუნდს დავეხმარე. ჩვენ გვინდა ასე გავაგრძელოთ. ჩემი პერიოდი გერმანიაში? ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო სასწავლო, ჩამოყალიბების პერიოდი. მაგალითად, მარიო გომესთან ერთად ვთამაშობდი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მან ღირებული რჩევები მომცა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს გვერდით მყავდა. ამისთვის მისი სამუდამოდ მადლობელი ვიქნები. „ვოლფსბურგის“ გამოცდილებამ გამხადა ის, ვინც დღეს ვარ.

ვამაყობ იმით, რაც ვარ და რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ვარ. მადლობას ვუხდი მათ, ვინც მაქებს და მათ, ვინც მენდობა. მაგრამ ჯერ კიდევ შემიძლია ზოგიერთ ასპექტში გავიზარდო.

კუმირი? დიდიე დროგბა ჩემი კერპია. ბავშვობაში მიყვარდა მისი ყურება. როგორ თამაშობდა და რასაც აკეთებდა, გასაოცარია. ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვთამაშობ, სადაც ისიც აღმაფრთოვანებელი იყო.

ნიღაბი? ორი წლის წინ სახე დავიზიანე. ახლა ყველაფერი კარგადაა. მისი გაკეთებით თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ. ზეიმი ქალაქში ჩემპიონობის შემთხვევაში? გიჟური იქნება. გულშემატკივრების ვნება აღუწერელია, ნეაპოლელებს ფეხბურთი სისხლში აქვთ. ჩვენ გვინდა მათ სკუდეტო მოვუტანოთ.

მომავალი? არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ სწორ გზაზე ვარ. სეზონის ბოლოს ჩემს აგენტებთან ერთად დავჯდები და განვიხილავთ. შემდეგ კი ვისაუბრებ „ნაპოლისთან, რომლის მადლობელი ვარ. ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა, მათ შორის 19 სერია A-ში, სადაც ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

0.096552