ვეტერანმა ფეხბურთელმა სტეფანო იმპალომენიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს დაბნეულია და დრიბლინგს მხოლოდ ერთი მეთოდით აკეთებს. გარდა ამისა, ის ფიქრობს, ქართველს ვიქტორ ოსიმენი ნაკლებად ეხმარება მოედანზე, ვიდრე მანამდე.
„ჩვენი ჩემპიონატი ტაქტიკურად რთულია. კვარაცხელია მშიერია და გუნდური თამაშის განცდა აქვს. თუმცა, ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ის დრიბლინგს მხოლოდ ჰორიზონტალურად აკეთებს. ოსიმენი ნაკლებად ეხმარება ქართველს, კვარაცხელიას კი მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, მათი შეთამაშებაც ფუნქციონირებდა, ახლა კი ქართველს უფრო დაბნეულს ვხედავ. უნდა იმუშაოს ალტერნატიულ ვარიანტებზე, მას სჭირდება საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი, ჰარმონია, მაგრამ როცა ყველაფერი პირიქითაა უჭირს“, - თქვა იმპალომენიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. „ნაპოლი“ უახლოეს შეხვედრას 4 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ ჩაატარებს.