ფეხბურთი

22:10 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებულია

14 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონი ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩით დასრულდა.

სერიის მესამე შეხვედრაში, დინამო თბილისმა სეუ-ს 7:3 სძლია და ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებული დაუმარცხებლად გახდა. დინამომ ფინალური სერია 3:0 მოიგო და ვიცე-ჩემპიონი სეუსთან ერთად მომდევნო სეზონში ფუტსალის ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ჯიპამ რუსთავს 5:2 სძლია და სერია 2:1 მოიგო.

ფინალური მატჩის შედმეგ ლიგა 3-ის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტული სააგენტო SBM-ის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. გათამაშებაში რვა გუნდი მონაწილეობდა.

GFF.GE

0.093906