მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდიდან“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 19 წლის ინგლისელმა ესპანელებმა 103 მილიონი ევრო გადაიხადეს და ბელინგემი გახდა „რეალის“ ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი.
„სამეფო კლუბმა“ უფრო მეტი მხოლოდ ედენ აზარის სანაცვლოდ გადაიხადა. საერთოდაც, ერთი ხანობა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები სწორედ „რეალის“ ტრანსფერებს უკავშირდებოდა: ჯერ ლუიშ ფიგუ, რომლის რეკორდი ერთ წელში ზინედინ ზიდანის ტრანსფერით მოიხსნა, მერე კი კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი.
„რეალის“ ისტორიაში 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ასეთია:
1. ედენ აზარი - 2019 წელი, 115 მილიონ ევროდ „ჩელსიდან“
2. ჯუდ ბელინგემი - 2023 წელი, „დორტმუნდიდან“ 103 მილიონ ევროდ (შეიძლება ამას 31 მილიონი ბონუსების სახით დაემატოს)
3. გარეთ ბეილი - 2013 წელი, 101 მილიონ ევროდ „ტოტენჰემიდან“
4. კრიშტიანუ რონალდუ - 2009 წელი, 93 მილიონ ევროდ „მანჩესტერიდან“
5. ორელინ ჩუამენი - 2022 წელი, 80 მილიონ ევროდ „მონაკოდან“
6. ზინედინ ზიდანი - 2001 წელი, 77.5 მილიონ ევროდ „იუვენტისიდან“
7. ხამეს როდრიგესი - 2014 წელი, 75 მილიონ ევროდ „მონაკოდან“
8. კაკა - 2009 წელი, 67 მილიონ ევროდ „მილანიდან“
9. ლუკა იოვიჩი - 2019 წელი, 63 მილიონ ევროდ „აინტრახტიდან“
10. ლუიშ ფიგუ - 2000 წელი, 60 მილიონ ევროდ „ბარსელონადან“