ფეხბურთი

21:29 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფა "იუვენტუსს" ევროთასებიდან 1 წლით მოკვეთას უპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა უეფამ ევროთასებიდან ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

უეფა ტურინულ კლუბს ფინანსური დარღვევებისთვის უპირებს დასჯას, რის გამოც იტალიაში უკვე დასაჯეს და 10 ქულა დააკლეს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად მხოლოდ კონფერენს ლიგის საგზური ერგო.

თუმცა, დიდი შანსია, რომ კონფერენს ლიგის მომდევნო სეზონში „ბებერმა ქალბატონმა“ მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს. მოსალოდნელია ფინანსური სანქციაც. აღსანიშნავია, რომ ტურინელები უეფასთან თანამშრომლობენ და 1-წლიანი დისკვალიფიკაციაც ამას ეფუძნება, თორემ უფრო სერიოზული სანქციებიც იყო მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ 10 ქულა ფინანსური კაპიტალის მოგების საქმეზე დააკლეს. ეს რომ არა, იტალიური გრანდი სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებდა, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

0.160615