ფეხბურთი

0:57 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში „ჰატაისპორმა“ სტუმრად „პენდისკორი“ 5:1 გაანადგურა, გიორგი აბურჯანიამ კი, რომელსაც ოფიციალური დებიუტი ჰქონდა თურქეთში, საგოლე პასი გააკეთა.

გიორგიმ მოედანზე 89 წუთი გაატარა, 85-ე წუთზე კი ფისაო დელე-ბაშირუს საგოლე პასი გაუკეთა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 5:0 გახადა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ ძალიან კარგი პასით დატოვა.

მოგეხსენებათ, აბურჯანია „ჰატაისპორს“ მიმდინარე ზაფხულს „ჟილ ვისენტედან“ შეუერთდა. ვოლქან დემირელის გუნდი სუპერლიგის მეორე ტურში 19 აგვისტოს, „ქასიმპაშას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.179775