მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველმა, დანიელ კარვახალმა, სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლებთანაც კარიერის განმავლობაში უთამაშია.
კრიშტიანუ, სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი. როცა ეს ადამიანები გელაპარაკებიან, ხუთივე გრძნობა უნდა გქონდეს ფხიზლად. როცა რაღაცას ხსნიან, უნდა დაიმახსოვრო. საოცარია როცა ხედავ დილის 6 საათზე როგორ შემოდიან და იწყებენ ვარჯიშს...
წარმოუდგენელია. ლუკამ მოახერხა ასეთი პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაყვანა. ისინი მადრიდის „რეალში“ თავიანთი კარიერის პიკზე გადავიდნენ. უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ ამარცხებენ ყველას, ნამდვილი ჩემპიონები არიან.“ - ციტირებს კარვახალის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ესპანელმა მცველმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.